შაკირა - გრაციოზული, ლამაზი ქალი!


შაკირა - იზაბელ მებარაკ რიპოლი დაიბადა კოლუმბიაში 1977წლის 2 თებერვალს, ცნობილია სახელით შაკირა რაც არაბულად გრაციოზულ, ლამაზ ქალს ნიშნავს. იგი დღესდღეობით საკმაოდ ცნობილი მომღერალია და აქვს მისთვის გამოკვეთილი, განსხვავებული სტილი.
შაკირამ ყოველთვის იცოდა, რომ იგი დაიბადა ვარსკვლავად და მისი ნიჭის არგამოყენება უბრალოდ დანაშაული იქნებოდა. გოგონას ადრევე არმოაჩნდა განსაკუთრებული ნიჭი- 18 თვის ასაკში იგი სწავლობს ასოებს, 3 წლის ასაკში თავისუფლად კითხილობს, ხოლო 4 წლისა უკვა მზადაა სკოლაში წასასვლელად და წერს ლექსებს.მშობლებმა არ დაზოგეს ენერგია და გოგონას ნიჭს მისცეს თვითრეალიზების საშუალება.
შაკირა ძალიან მკვეთრად მიიწევდა წინ. 8 წლის ასაკში წერდა სიმღერებს, ხოლო 11 წლისა გიტარის კონკურსებში იღებდა პირველ ადგილებს.პარადოქსია,რომ გოგონა მხოლოდ იმისთვის გამოაგდეს სასკოლო გუნდიდან, რომ ქონდა ძლიერი ხმა და ფარავდა სხვის ხმებს!
მრავალმხრივი ნიჭის და გატაცების მიუხედავად შაკირა პოულობდა დროს თანატოლებთან სათამაშოდ. იგი გატაცებით თამაშობდა ომობანას და ესწრაფვოდა პირველობას. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ სწორედ ამ თამაშებმა გამოუმუშავა სიჯიუტე, ლიდერობისკენ სწრაფვა და გამარჯვების სურვილი. პირველი გამარჯვება შაკირამ მოიპოვა 10 წლის ასაკში, მან გაიმარჯვა ბავშვთა კონკურსში "გაუმარჯოს ბავშვებს".
შაკირას მამა იყო ლიბანელი, ხოლო დედა კოლუმბიელი. როცა შაკირა ცამეტი წლის გახდა, ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბოგოტში. ერთი წლის შემდეგ შაკირა უშვებს უკვე მის პირველ ალბომს, სახელწოდებით-"მაგია"(MAGIC), რომელმაც პირველი წარმატება მოუტანა.სხვათაშორის აქ შედიოდა ის სიმღერები, რომელიც შაკირას დაწერილი ქონდა 8-13 წლის ასაკში. ამას მიჰყვა მეორე ალბომი _ "საფრთხე"(PELIGRO). ისიც არანაკლებ წარმატებული იყო ახალგაზრდა მომღერლისთვის.
აღსანიშნავია ის, რომ შაკირამ ბედი მსხიობობაშიც სცადა, მაგრამ აქ მან წარმატებას ვერ მიაღწია.
მომღერალი დაუბრუნდა პირვანდელ საქმიანობას და 1995 წელს ჩაწერა თავისი მესამე ალბომი სახელწოდებით "ფეხშიშველი"(pies Descalzos), რომელმაც კომერციული წარმატება მოუტანა, მისი პირველი ჰიტი "Estoy Aqun",საქვეყნოდ გახდა ცნობილი, ითარგმნა პორტუგალიურად შეიქმნა ჰიტის რემიქსები.
რამოდენიმა ხნის შემდეგ შაკირა ხვდება ემილიო ესტეფანს, რომელიც გახდა მისი შემდრგი ალბომის ექსკლუზიური პროდიუსერი. მისი ალბომი "სად არიან ქურდები?"(Idynde Estan Los Ladrones?), ძალიან წარმატებული გამოდგა, ალბომის ღირებულება შეადგენდა 3 000 000 ამერიკულ დოლარს. ეს გახდა უდიდესი ჰიტი, რომელმაც მიიღო აღიარება, როგორც შაკირას საუკეთესო ალბომი. აღსანიშნავია ისიც, რომ ალბომში შესულია მისი საუკეთესო ჰიტები, როგორიცაა მსოფლიოში ცნობილი მეგა-ჰიტი "iNEVITABLE" და " oJOS Asn".
შაკირამ ასევე დააფუძვნა შაკირა MTV, სადაც სრულდებოდა სიმღერები ალბომიდან Idynde Estan Los Ladrones?".
შაკირამ თავისი მუსიკალური კარიერა ინგლისურისკენ შეაბრუნა. მან გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა ინგლისური და ამ ენაზე სიმღერები ჩაეწერა. ხალხი ამბობდა, რომ მომღერალს ინგლისური ენის გამოცდილება საკმაოდ სუსტი იყო იმისთვის რომ მას ინგლისურად ემღერა, მაგრამ სულ მალე გამოვიდა მისი ინგლისური ჰიტი "whenever,whenever" (ინგლისური ვერსია სიმღერისა "Suerte") გოგონა გამოირჩეოდა ეფექტური გარეგნობით და არაჩვეულებრივი ხმით, კლიპიც საკმაოდ წარმატებული იყო: ზღვის ტალღებით, მთებით და ყინულებით, მორბენალი ცხენებით და ტალახიან გუბეში მობანავე მომღერლით. ბევრმა მიაქცია ყურადღება შაკირას მოძრაობის თავისებურ მანერას, რაღაც ინდურის ან არაბული "belly dance" მსგავსს. სიმღერას წლის განმავლობაში არ დაუტოვებია რადიოეთერი და გახდა ნამდვილი ჰიტი. შაკირას დღემდე იხსენებენ როგორც ლამაზ გოგონას ცხენებიანი კლიპიდან.
შაკირა ცნობილია, როგორც მუცლისა და არაბული ცეკვის საუკეტესო შემსრულებელი.
2002 წელს გამოვიდა შაკირას ახალი, შესანიშნავი ჰიტი "GRANDES IXITON". დროდადრო შაკირა რეკორდულად ქმნიდა ჰიტებს: 2004წლის 30 მქრტს გამოვიდა DVD და CD (10 სიმღერის შემცველობით) დისკები, მისი 2002-2003 მსოფლიო ტურის ("Tour of the Mongoose") სიმღერებით. შაკირა მუშაობდა თავისი შემდეგი პროექტის ბოლო დეტალებზე. მისი ეს პროექტი გამოვიდა ორ ნაწილად: პირველი ალბომი "Fijaciyn oral1" გამოვიდა 2005წლის ივნისში, მეორე-"Oral Fixation 2" გამოვიდა 2005წლის ნოემბერში. მეორე დისკმა გამოიწვია სკანდალი. მისი გავრცელება აიკრძალა ახლო აღმოსავლეთში. მიზეზი გახდა კომპოზიცია "How Do You Do" , რომელიც 4 ენაზე შესრულდა: ინგლისურად, ესპანურად, არაბულად და ივრითზე. ყურადღება გამახვილდა არაბულ შესრულებაზე, რომელიც Sony-ს ახლო აღმოსავლეთში წარმომადგენლის აზრით, ალაჰის სახელი არასათანადოდ იყო მოხსენიებული. თუმცა თავად ტექსტში არაფერი მსგავსი არ ყოფილა, მხოლოდ თხოვნა უზენაესის მიმართ ცოდვების მიტევების შესახებ. შაკირამ უარი განაცხადა ამ სიმღერის ალბომიდან ამოღებაზე, რადგან ვერანაირ შეურაცხმყოფელს იგი ვერ ხედავდა.
შაკირას ყველაფერში ეხმარებოდნენ თავის პროდიუსერები: ლუის-ფერნანდო ოჩოა და ლესტერ მინდესი. ვოკალურ სესიებზე ზრუნავდა რიტა ქუნტერო.
ბევრს მიაჩნია, რომ შაკირა არის ტალანტი. როგორც ერთხელ გაბრიელ გარსია მარკესმა მისწერა მას " შაკირას სიმღერა და მისი შესრულების სტილი სრულიად განსხვავებულია სხვებისაგან, არავის შეუძლია შაკირასნაირად სიმღერის შესრულება და ცეკვა. რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს , შაკირას სიმღერის სტილი ყოველთვის აქტუალური და პოპულარული იქნება".
2000 წელს მომხიბვლელი შაკირა დაინიშნა ანტონიო დე ლა რუაზე. ანტონიო დე ლა რუა - ეფექტური, შავგვრემანი ახალგაზრდა, არგენტინის ექს-პრეზიდენტის (შაკირასთან ნაცნობობისას მოქმედი პრეზიდენტის) შვილი. ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს ბუენოს-აირესში რესტორან “Puerto Madero"-ში. ეს შეხვედრა მხოლოდ მზერის გაცვლით დამთავრდა. ანტონიო გულგრილი არ დარჩა შაკირას მიმართ, კვირის ბოლოს კონცერტზე მას წარუდგინეს ანტონიო და მან იგრძნო, რომ ის მისთვის იყო შექმნილი. ანტონიოსაც დაჭირდა შაკირას მხარდაჭერა. ცოტა ხნის წინ მამამისმა სკანდალით დატოვა პრეზიდენტის პოსტი, ანტონიოსაც ძალიან გაუჭირდა, რადგან მას ეკავა მრჩევლის პოსტი. არგენტინელებმა ჩათვალეს, რომ მშობლებთან ერთად ანტონიოსაც მიუძღოდა წილი ქვეყანაში კრიზისის შექმნაში. ამან შეცვალა ანტონიოს და შაკირას გეგმები, მათ გადადეს ქორწილი. ანტონიო გახდა პერსონა ნონგრანტა სამშობლოში. შაკირას ალბომის გამოსვლის შემდეგ არგენტინულმა ხმისჩამწერმა კომპანიამ უარი განაცხადა შაკირას ალბომის გაყიდვაზე. შაკირამ არაფერი მოიმოქმედა ასეთ არამეგობრულ მოქმედებებზე. მან არავის მისცა საშუალება დაენგრია მათი ურთიერთობა, ისინი დღესაც ერთად არიან, თუმცა არ დაქორწინებულან. გავრცელდა ხმები, რომ მათი ქორწილი 2 თებერვალს შაკირას დაბადების დღეს იგეგმებოდა, თუმცა შაკირამ უარყო ეს ინფორმაცია:"დაბადების დღეს დაქორწინება ცუდი ნიშანია, ჩვენ აუცილებლად დავქორწინდებით, მხოლოდ ვადა ჯერ არ გადაგვიწყვეტია"- განაცხადა მომღერალმა.
პრობლემების მიუხედავად შაკირამ ალბომის "Laundry Service" გამოსვლის შემდეგ, დაიკავა ადგილი მსოფლიო პოპ-ვარსკვლავების შანია ტვეინის, ემინემის და ჯენიფერ ლოპესის გვერდით. "გრემის" პრემია 2001 წელს, "2002 წლის საუკეთესო არტისტი", "2002 წლის საუკეთესო მომღერალი", " მსოფლიო საუკეთესო ალბომი", "Whenever, Wherever" მსოფლიო საუკეთესო სიმღერა . ეს ყველაფერი შაკირას მიღწევებია. 2004 წელს შაკირამ გაახარა თაყვანისმცემლები ჰიტით “Tango" (objection) და ვიდეოკლიპით, სადაც შაკირამ წარმოაჩინა თავისი მებრძოლი ბუნება. 2005 წელს დიდი წარმატება ჰქონდა სინგლს " La Tortura", შაკირა წარსდგა ეროტიკული მოძრაობებით და რაღაც შავ სითხეში ამოსვრილი. შაკირა აცხადებს, რომ მას რცხვენია გაშიშვლება, ერთადერთი რისი გაშიშვლებაც შემიძლია არის ჩემი მუცელი. რეალობაშიც შაკირას ვერცერთ კლიპში გახდილს ვერ ნახავთ.
შაკირა წლების მანძილზე ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. მან ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი ბუენოს აირესში და შემოსული თანხა გადასცა თავისივე დაფუძვნებულ ბავშვთა ფონდს "pies Descalzos" (ფეხშიშველი), რომელსაც თავისი მესამე ალბომის სახელი ჰქვია.
2005 წლის ბოლოს შაკირამ განაცხადა, რომ სურს მოკრძალებული საქორწინო ცერემონიის მოწყობა მშობლიურ ქალაქში, მაგრამ მოუწევს მნიშვნელოვანი და დიდი ღონისძიების ორგანიზება, რათა ყველა მსურველმა შეძლოს ცერემონიის ნახვა. ასევე სურს ორი შვილის ყოლა გოგონას და ვაჟის, თუმცა ანტონიოს ხუთის ყოლა სურს. შაკირა და ანტონიო საკმაოდ ტემპერამენტიანი წყვილია, ხშირად ჩხუბობენ და არკვევენ ურთიერთობებს, თუმცა მათ სიყვარულზე ეს ზეგავლენას არ ახდენს. "თუ დიდი ხნის განმავლობაში არ ვჩხუბობთ, ეს მანერვიულებს -ამბობს შაკირა. მის თაყვანისმცემლებს შანსი არ აქვთ, რადგან ანტონიო მისი ერთადერთი სიყვარულია. 30 წლის ასაკშიც ის რომანტიკულ გოგონად რჩება. თავისუფალ დროს შაკირა ხატავს, ძერწავს თიხისგან, უყვარს მულტფილმების ყურება. მისი საყვარელი მულტფილმია "ვარდისფერი პანტერა", მუდმივად უსმენს მუსიკას. ის აგროვებს ბეჭდების კოლექციას. შაკირას განცხადებით, მომღერალი რომ არ გამხდარიყო, ფსიქოლოგიას ან ასტრონომიას შეისწავლიდა. ის არ ისწრაფვის გახდეს N 1 მომღერალი. " ამქვეყნად კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, ეს არის თავად ცხოვრება, სიყვარული, ბავშვები. თუ საჭირო გახდება მე მივატოვებ შოუ-ბიზნესს და გავხდები კარგი დედა" -ამბობს შაკირა.
შაკირა ჩვენი ერთერთი საყვარელი მომღერალია. მისი სიმღერები ენერგიული და კარგი მოსასმენია, განსაკუთრებით თინაიჯერებისთვის. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ შაკირას ცეკვის ნიჭი. ვფიქრობთ იგი ყველა დროის საუკეთესო მომღერალია, მისი სიმღერები ყოველთვის პოპულარულია და შესაბამისად იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.
თავისუფლად შეგვიძლია აღვნიშნოდ, რომ შაკირას ხმის ტემბრი და სიმღერის შესრულების მანერა ყველასგან განსხვავებულია. იმედია იგი კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს გულშემატკივარის გულს.


სსიპ გორის 1 სკოლა
X-XI კლასი
ელენე გოგიჩაიშვილი
ეთერ დავითიძე
მარიამ ღვამიჩავა
სოსო ტვორდოხლებოვი
ანა თვალიაშვილი